ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ შესახებ
Safety.ge არის უსაფრთხოების ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს პროდუქტებს, სერვისებს, პროფესიულ სწავლებას, კონსულტაციასა და ციფრულ პლატფორმას. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა ცალკეული პროდუქტი ან სერვისი, არამედ უსაფრთხოების სრული გადაწყვეტა.

უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი საქმიანობის სპექტრი ფართოა და მოიცავს შრომის, ინდუსტრიულ, სახანძრო, საგზაო, პირველადი დახმარების, დაცვის, კიბერუსაფრთხოების, პირადი მონაცემებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. ვაერთიანებთ სერტიფიცირებულ აღჭურვილობას, რისკების შეფასებასა და აუდიტს, დოკუმენტაციას, ტრენინგებსა და პროფესიულ კონსულტაციას.